10/10/2026
მენოპაუზა — ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც მეტ ყურადღებას, ცოდნასა და ზრუნვას იმსახურებს.
მსოფლიო მენოპაუზის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დასწრება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო იმის გასააზრებლად, თუ რამდენად კომპლექსური და მრავალმხრივია ქალის ჯანმრთელობა მენოპაუზის პერიოდში.
როგორც ენდოკრინოლოგისთვის, მენოპაუზა განსაკუთრებით საინტერესოა თავისი მეტაბოლური განზომილებით. ეს მხოლოდ ჰორმონული ცვლილებების პერიოდი არ არის — ეს არის ეტაპი, როდესაც იცვლება სხეულის შემადგენლობა, ცხიმოვანი ქსოვილის განაწილება, ინსულინმგრძნობელობა და ლიპიდური პროფილი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კარდიომეტაბოლური რისკების შეფასება, ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრევენციული მართვა. 🫀
ჩვენი, ექიმების, პასუხისმგებლობა მხოლოდ სიმპტომების მართვით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, თითოეულ ქალს დავეხმაროთ ამ ცვლილებების გააზრებაში, შევაფასოთ მისი ინდივიდუალური რისკები, მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია და შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული მართვის გეგმა. 🤍
მადლობა პროფესიული ცოდნის გაზიარების, ახალი ხედვებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობისთვის. GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association