10/10/2026
რატომ არის ჩვენი პროდუქცია უსაფრთხო და სასარგებლო? მივიღეთ კიდევ ერთი პასუხი ლაბორატორიიდან სომატური უჯრედებზე და დიდი შექება. საუკეთესო რძე არისო, ასეთი რძით მზადდება შვეიცარიაში ყველიო. ასეთი შედეგი არ გვქონიაო საქართველოს ფერმის რძის კვლევებში.
რას ნიშნავს სომატური უჯრედები პრაქტიკაში?
როცა რძეში სომატური უჯრედები მაღალია
ძროხას ხშირად აქვს მასტიტი (ძუძუს ანთება),
მოწველის და/ან რძის შენახვის ჰიგიენაშიც სავარაუდოა იყოს პრობლემები.
ასეთი რძე ნაკლებად გამოდგება ყველის, რძემჟავის და სხვა პროდუქტების დასამზადებლად. საბოლოო პროდუქტი უფრო ცუდი გემოთი, მოკლე შენახვის ვადით და ნაკლებად უსაფრთხოა
მოკლედ:
მაღალი სომატური უჯრედებიანი რძე = დაქვეითებული ხარისხის, ნაკლებად უსაფრთხო და ნაკლებად სასარგებლო რძე. კანონმდებლობით დასაშვები დონესთან შედარებით 2.5 ჯერ დაბალია ჩვენი პასუხი. დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, ფერმის თანამშრომლებს, ყველას ვინ გვერდში გვიდგას ამ ურთულეს საქმიანობაში. მადლობა ჩვენს მომხმარებელს ვინც ერთგულად იძენს ჩვენს ნაწარმს და საშუალებას გვაძლევს რომ გავიზარდოთ და განვითარდეთ 🙏❤️☺️❤️
#ნატურალურირძე #ქართულიყველი #ხელნაკეთიყველი #სულგუნი #მოცარელა #ბურატა #ნატურალურიპროდუქტი #სუფრისყველი #ჯანსაღიკვება #