04/07/2020
👏🏼 #𝗠𝗗𝗦
🔵 ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „𝗠𝗗𝗦“-ის მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის “Covid 19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა
🔵 მოხარულები ვართ რომ ჩვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში
ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის “კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 5 პორტატული სუნთქვის აპარატი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. ჯამში, სულ - 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.
#თქვენისიცოცხლისგადასარჩენად