08/09/2026
8 სექტემბერი — ფიზიკური თერაპიის მსოფლიო დღე💙
მოძრაობა განვითარების, დამოუკიდებლობისა და უკეთესი ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილია. ✨
„მოძრაობისა და განვითარების აკადემიაში“ გვჯერა, რომ თითოეული ბავშვი თავისი უნიკალური შესაძლებლობებითა და ტემპით ვითარდება.
ჩვენი ფიზიკური თერაპევტები ყოველდღიურად მუშაობენ ბავშვებთან, რათა თითოეული პატარა ნაბიჯი — ახალი მოძრაობა, ახალი უნარი თუ პატარა წინსვლა — მნიშვნელოვანი მიღწევა გახდეს. 🤍
დღეს განსაკუთრებულად ვაფასებთ ჩვენი გუნდის თითოეული ფიზიკური თერაპევტის პროფესიონალიზმს, ზრუნვასა და იმ უდიდეს შრომას, რომელიც ბავშვების განვითარებას ემსახურება. 🫶
გილოცავთ ფიზიკური თერაპიის მსოფლიო დღეს!
თქვენი თითოეული ნაბიჯი — ბავშვის დიდი გამარჯვებაა. 💙