Mziuri Med - Medical Center

Call Directions Contact the business

Mziuri Med - Medical Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Mziuri Med - Medical Center, Medical and health, 3 Levan Gotua Street, Tbilisi.

მზიურიმედის მიზანია, კომფორტულ გარემოში უზრუნველვყოთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვემსახურებით სრულ პედიატრიულ სპექტრს – ახალშობილიდან ზრდასრულობის ასაკამდე.
თქვენ – მშობლები იღებთ გადაწყეტილებას, თუ ვის ანდობთ ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩვენი კი გვსურს, ვიყოთ თქვენი პარტნიორები ბავშვის განვითარების სწორი მონიტორინგის პროცესში.
ჩვენი გუნდის ექიმები და მშობლები ერთად ზრუნავენ ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ვითვალისწინებთ თითოეული თქვენგანის საჭიროებებს და პრიორიტეტს ვანიჭებთ ინდივიდუალურ მიდგომას.
ის არჩევანი, რომელსაც თქვენი შვილებისათვის იღებთ, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ პედიატრიულ ასაკში კვალიფიციურად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა არის ბავშვის ჯანმრთელი მომავლის გარანტი.
მზიურიმედის ვებგვერდი მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას ჩვენს კლინიკაში არსებული მომსახურებებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ. ეწვიეთ და თვალყური ადევნეთ ჩვენს შემოთავაზებებსა და მიმდინარე პროცესებს.

26/10/2026

💫 მზიური მედის ექიმი - პედიატრი, ბავშვთა გასტრო-ენტეროლოგი, ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი

🖍️სეზონური გრიპის ვაქცინაცია

https://www.facebook.com/share/v/1CJNyT8xsQ/?mibextid=wwXIfr

🥇გაიცანით ჩვენი სპეციალისტი ანა გუნცაძე, ფსიქიატრი, აუტიზმის დიაგნოსტიკა (ADOS-2)🖍️მზიური მედში ფუნქციონირებს ბავშვთა ნე...
23/10/2026

🥇გაიცანით ჩვენი სპეციალისტი ანა გუნცაძე, ფსიქიატრი, აუტიზმის დიაგნოსტიკა (ADOS-2)

🖍️მზიური მედში ფუნქციონირებს ბავშვთა ნეირო განვითარებაზე ფოკუსირებული განყოფილება ნეირო ქიდსი.

🖍️მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი ძალისხმევით ყველა ბავშვს გარანტირებული აქვს აუცილებელი სერვისების მიღება.

💛 „მზიური მედის“ პედიატრი, ბავშვთა გასტრო- ენტეროლოგი, ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი 💛 ქალბატონი მაია ასევე გახლავთ ოჯახ...
22/10/2026

💛 „მზიური მედის“ პედიატრი, ბავშვთა გასტრო- ენტეროლოგი, ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი

💛 ქალბატონი მაია ასევე გახლავთ ოჯახის ექიმი, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, ჩვენი კლინიკის მომსახურებით ისარგებლონ არა მხოლოდ თქვენმა პატარებმა, არამედ ოჯახის ყველა წევრმა.

მზიური მედი — ზრუნვა მთელი ოჯახისთვის 💛

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
—————————
☏ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge

02/10/2026

🖍️ როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ნევროლოგთან?

💛 საინტერესო ინტერვიუ „ნეირო ქიდსის“ კლინიკურ დირექტორთან, გვანცა არველაძესთან.

🧩 „მზიური მედი“ — მაღალი პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული ზრუნვით მომავალ თაობაზე, უკვე ნეიროგანვითარების მიმართულებითაც გთავაზობთ სპეციალიზებულ განყოფილებას.

ჩვენი მიზანია, ბავშვების ნეიროგანვითარების საკითხების დროული შეფასება, სწორი დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა.

26/09/2026

🧑‍🧑‍🧒‍🧒 ბავშვის ფსიქოლოგია და მშობლის როლი ბავშვის ემოციური განვითარების ეტაპებზე.
ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი - საბა ლომსაზე.
————————
https://www.facebook.com/share/v/1DK8RnCoRf/?mibextid=wwXIfr

❤️ ინგა მამუჩიშვილი - მზიური მედის პედიატრი. ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აშკარად აღინიშნება მ...
24/09/2026

❤️ ინგა მამუჩიშვილი - მზიური მედის პედიატრი.

ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აშკარად აღინიშნება მეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანების მატება,განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში
🔍 რატომ ხდება ასე? — ძირითადი მიზეზები:

1. 📱ეკრანების ჭარბი ზემოქმედება (Screen Time)
- ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი — განსაკუთრებით როცა ბავშვი პასიურად უყურებს 
- ეკრანი არ ქმნის ცოცხალ კომუნიკაციას,ხოლო მეტყველება — სწორედ სოციალური ინტერაქციით ყალიბდება 
- ეკრანზე გამოსახულებები იძლევა ზედმეტ ვიზუალურ სტიმულს, მაგრამ არა დიალოგს
📌 მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეკრანზე 1+ საათის ყურება 2 წლამდე ასაკში ლაპარაკის დაგვიანების რისკს 2.5–ჯერ ზრდის.            
       
2. 🧸 ცოცხალი ურთიერთობის ნაკლებობა
- მშობლები ხშირად დაკავებულები არიან და ეკრანი „დამხმარედ“ მიაჩნიათ 
- ბავშვი ნაკლებად ესწრება დიალოგებს, ნაკლებად ესმის და იმეორებს
 
3. 👂🏻 სმენის დარღვევები ან ხშირი ოტიტები
- ზოგიერთი ბავშვი ვერ ლაპარაკობს არა იმიტომ, რომ არ უნდა — არამედ არ ესმის კარგად
-  სითხე შუა ყურში (სეროზული ოტიტი) ხშირად ხდება შეუმჩნეველი

4. 🧠 ნეიროგანვითარებითი დარღვევები
- აუტისტური სპექტრი 
- განვითარების ზოგადი შეფერხება (GDD) - ქცევითი ან ყურადღების პრობლემები 
📌არ არის სავალდებულო იყოს უკვე გარკვეული დიაგნოზი, მაგრამ ყოველი 5 ბავშვიდან 1 საჭიროებს შეფასებას

5. 🗣️ ორმაგი ენობრივი გარემო (ბილინგვიზმი)
- როცა მშობლები ან ბაღი ორ ენას იყენებს, ბავშვებს შეიძლება დრო დასჭირდეთ ორივეს ასათვისებლად 
📌 ეს ფიზიოლოგიურია და ხშირ შემთხვევაში დროებითია — თუმცა დაკვირვება მაინც საჭიროა

📈 სტატისტიკა:
- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბავშვთა 7–10% ლაპარაკს იწყებს დაგვიანებით
- თუმცა პანდემიის შემდეგ ეს მაჩვენებელი 15–20%-მდეც გაიზარდა, ძირითადად ეკრანისა და სოციალური იზოლაციის გამო

✅ რას ვთავაზობთ მშობლებს?
- 0–2 წლამდე — ეკრანი სრულად აკრძალეთ 
- ითამაშეთ, იმღერეთ, იმეორეთ სიტყვები — მეტყველება თამაშით ვითარდება
- გამოიყენეთ ე.წ. “მეტყველების მოდელირება” 
  - ბავშვმა თქვას: “ბუ”, შენ თქვი: “კიი, ბუ ბუ ბუ მიფრინავს!” 
- რეგულარულად დააკვირდით რეაგირებს თუ არა ხმაზე, საჭიროების შემთხვევაში — კონსულტაცია პედიატრთან და მეტყველების თერაპევტთან!!! Inga Mamuchishvili

22/09/2026

🥇თემურ მიქელაძე
🖍️რჩევები მშობლებს

მზიური მედი - ჯანმრთელი ბავშვი ჯანმრთელი მომავალია💛

გაიცანით ჩვენი  სპეციალისტი - საბა ლომსაძე, ქცევითი თერაპევტი. 🌞 ქცევითი თერაპია ეფუძნება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებე...
20/09/2026

გაიცანით ჩვენი სპეციალისტი - საბა ლომსაძე, ქცევითი თერაპევტი.
🌞 ქცევითი თერაპია ეფუძნება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას, ქცევის სიღრმისეულ დაკვირვებასა და პოზიტიური თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბებას ემოციურად უსაფრთხო გარემოში.

მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: ფუნქციური საკომუნიკაციო უნარების ჩამოყალიბება, ყოველდღიური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, პრობლემური ქცევების შემცირება და მათი ჩანაცვლება სოციალურად ადაპტური ალტერნატივებით.
—————————————
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
—————————————
#ჯანმრთელიბავშვი #მზიურიმედი

💛„მზიური მედის“ ბავშვთა გასტროენტეროლოგი მაია ქაჩლიშვილი გვიზიარებს ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე პაციენტებში კვება...
18/09/2026

💛„მზიური მედის“ ბავშვთა გასტროენტეროლოგი მაია ქაჩლიშვილი გვიზიარებს ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე პაციენტებში კვებასთან დაკავშირებულ 10 ძირითად სირთულეს, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და მათი გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს:

🖍️ღეჭვის სირთულე — პირის ღრუსა და ყბის კუნთების კოორდინაციის დარღვევა.
🖍️ყლაპვის დარღვევა — საკვების ან სითხის უსაფრთხოდ გადაყლაპვის გაძნელება.
🖍️საკვების პირის ღრუში გადაადგილების გაძნელება.
ტუჩების, ენისა და ყბის მოძრაობების არასაკმარისი კონტროლი.
🖍️კვების დროს ხველა ან დახრჩობის ეპიზოდები — გარკვეული კონსისტენციის, ტემპერატურის ან საკვების ტიპის მიუღებლობა.
🖍️შერჩევითი კვება — საკვების ძალიან შეზღუდული ჩამონათვალის მიღება.
🖍️კვების გახანგრძლივება — ჭამისთვის უჩვეულოდ დიდი დროის საჭიროება.
🖍️მადის ან საკვების მიღების არასაკმარისი რაოდენობა — შეიძლება გამოიწვიოს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტი.
🖍️ქცევითი სირთულეები კვებისას — საკვების უარყოფა, პირის დახურვა, გაღიზიანება ან კვების პროცესში თანამშრომლობის სირთულე.

17/09/2026

მზიური მედის პედიატრი, ნეონატოლოგი ნინო გორგაძე თემით: სეზონური ვირუსები მკურნალობა, გართულებები და პრევენცია.
“ჯანმრთელი დილა”

https://www.facebook.com/share/v/1DZX9DYkiY/?mibextid=wwXIfr

Address

3 Levan Gotua Street
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995322434188

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mziuri Med - Medical Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Mziuri Med - Medical Center:

Shortcuts

Share

Nearby health & beauty businesses