04/03/2026
დღის პროდუქტი ⏰💎🕛
ბიო ბრიუსელის კომბოსტო
კვებითი ღირებულება:
ბრიუსელის კომბოსტო დაბალკალორიული ბოსტნეულია – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება 36 კილოკალორიას არ აღემატება. ამავე ულუფაში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა კი ასეთია:
ცილა – 4,45 გ
ბოჭკო – 4,4გ
ნახშირწყლები – 3,29 გ
ცხიმი – 0,34 გ
ვიტამინები:
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 112 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინის ეკვივალენტი) – 1503 მკგ
ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 670 მკგ
ვიტამინი E – 560 მკგ
ვიტამინი A (ბეტა კაროტინი) – 473 მკგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 350 მკგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 134 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინი) – 126 მკგ
ფოლიუმის მჟავა – 101 მკგ
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 79 მკგ
ვიტამინი K – 153 მკგ
მინერალები:
კალიუმი – 471 მგ
გოგირდი – 93 მგ
ფოსფორი – 84 მგ
კალციუმი – 35 მგ
ქლორიდი – 25 მგ
მაგნიუმი – 22 მგ
ნატრიუმი – 9 მგ
სასარგებლო თვისებები
C და B6 ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა
C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ბევრმა უკვე იცის, რომ ეს უნივერსალური ნივთიერება ორგანიზმში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს და დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში – მატებს მას ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლის უნარს, იჭერს და აუვნებლებს უჯრედებისა და ქსოვილების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს, უზრუნველყოფს კანის, იოგების, მყესების, სისხლძარღვების ელასტიკურობას, კბილებისა და ძვლების სიმაგრეს, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სისხლდენების, სისხლჩაქცევების რისკს, ხელს უწყობს რკინისა და კალციუმის შეწოვას, სისხლის წარმოქმნის პროცესს, აქვეითებს სისხლში ე.წ. ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
100 გ ბრიუსელის კომბოსტოში 100 მგ-ზე მეტი C ვიტამინია, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ჩართოთ მენიუში როგორც ასკორბინის მჟავას წყარო (შედარებისთვის, ფორთოხალი და ლიმონი მხოლოდ 50 მილიგრამს შეიცავს), ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჟანგბადისა და სინათლის ზემოქმედებით შესაძლოა ათ პროცენტამდე C ვიტამინი დაიკარგოს.
ბრიუსელის კომბოსტო მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს B6-საც. ეს ვიტამინი 100-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს, დიდ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში იმპულსების ფორმირებაზე, იმუნურ სისტემასა და ლიპიდურ მეტაბოლიზმზე. მისმა დეფიციტმა შესაძლოა ნერვული აშლილობა, დეპრესია, კანის სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება გამოიწვიოს, შეაფერხოს მნიშვნელოვანი მინერალების, კერძოდ, მაგნიუმის, რკინის, კალციუმის ათვისება.
400 გ ბრიუსელის კომბოსტოში დაახლოებით 1400 მკგ B6-ია, რაც რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობაა ჯანმრთელი მოზარდისთვის.
ვიტამინი B6 მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისა და სინათლის მიმართ. არასწორი თერმული დამუშავებით შესაძლოა მისი 30-50 პროცენტი განადგურდეს.
ბრიუსელის კომბოსტო ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, სიმსივნური დაავადებების განვითარებაში კი მუდმივად მიმდინარე ანთებითი პროცესების როლი ეჭვს აღარ იწვევს.
იცავს უჯრედებს კანცეროგენული ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან.
ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას.
არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტეროლის დონეს.
განაპირობებს ძვლების სიჯანსაღეს.
შეძენა შესაძლებელია ჩვენთან SUNFLOWER HELTH FOOD STORE -ში. ზანდუკელის 2 ნომერში, მეტრო რუსთაველთან.
t:+995 32) 2 988 013
ან მოგვწერეთ fb გვერდზე
mobil: 593427650,
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.
შეიგრძენით განსხვავება !